GALLERY

Contact Us

ინტერიერის დიზაინიდან ავეჯის დამზადებამდე — როგორ მოვამზადოთ პროექტი

ინტერიერის დაგეგმვისას ავეჯის ზომები, განლაგება და მასალები თავიდანვე უნდა განისაზღვროს. ასე განათება, ელექტრო წერტილები და სათავსოები ერთ პროექტში თანხმდება, ხოლო დამზადების ეტაპზე ნაკლები ცვლილება ხდება საჭირო. კარგად მომზადებული პროექტი გვეხმარება, ვიზუალური იდეა ყოველდღიურად მოსახერხებელ სივრცედ ვაქციოთ.

Meinraum-ში ინტერიერს მთლიანობაში განვიხილავთ — ავეჯის ფორმა, ფერები და ფუნქცია სივრცის საერთო გადაწყვეტას უნდა შეესაბამებოდეს. ავეჯის წარმოების მიმართულებით კი ჩვენი ბრენდი BauRaum მუშაობს. თუ უკვე გაქვთ იდეა, ესკიზი ან სივრცის ზომები და გჭირდებათ ავეჯის დამზადება თბილისში, მომსახურებას BauRaum-ის საიტზე გაეცნობით.

1. ზუსტი ზომები და თავისუფალი სივრცე

მხოლოდ კედლის სიგრძისა და ჭერის სიმაღლის ცოდნა საკმარისი არ არის. პროექტში გასათვალისწინებელია კუთხეები, სვეტები, ფანჯრის რაფა, კარის გაღების ადგილი და კომუნიკაციები. სამზარეულოში წინასწარ უნდა ვიცოდეთ ჩასაშენებელი ტექნიკის მოდელები და მათი სამონტაჟო მოთხოვნები. კარადის წინ კი უნდა დარჩეს ადგილი კარისა და უჯრების გასახსნელად.

2. ავეჯის შიდა განლაგება თქვენი ჩვევების მიხედვით

სათავსოს დაგეგმვა დაიწყეთ იმ ნივთების ჩამონათვალით, რომლებსაც მასში შეინახავთ. ხშირად გამოყენებული ნივთები ადვილად მისაწვდომ სიმაღლეზე უნდა მოთავსდეს, სეზონურისთვის კი ზედა სექციები შეიძლება გამოიყოს. თაროების სიღრმე, უჯრების რაოდენობა და საკიდების სიმაღლე რეალურ საჭიროებებს მოარგეთ — ასე ავეჯი მხოლოდ გარედან ლამაზი არ იქნება.

3. მასალებისა და ფურნიტურის შეთანხმება

მასალა მხოლოდ ფერით არ უნდა შეირჩეს. მნიშვნელობა აქვს ტენიანობას, დატვირთვას, მოვლის პირობებსა და ბიუჯეტს. ფასადი, კორპუსი და მექანიზმები ერთად უნდა შეფასდეს. სასურველია ნიმუშები ოთახის განათებაშიც ნახოთ და შეადაროთ იატაკს, კედლებსა და სხვა ზედაპირებს. ეს დაგეხმარებათ, საბოლოო ფერი და ფაქტურა წინასწარ შეაფასოთ.

4. ვიზუალიზაციიდან სამუშაო ნახაზამდე

3D ვიზუალიზაცია გვაჩვენებს ავეჯის იერსა და ინტერიერთან მის კავშირს, წარმოებისთვის კი საჭიროა დაზუსტებული ზომები და კონსტრუქციული დეტალები. დამზადებამდე უნდა შეთანხმდეს მასალები, სახელურები, მექანიზმები, ტექნიკის ადგილები და მონტაჟის პირობები. ამ ეტაპზე ცვლილების შეტანა გაცილებით მარტივია, ვიდრე უკვე დამზადებულ კონსტრუქციაში.

5. პროექტის განხორციელება BauRaum-თან

BauRaum-ის მომსახურება მოიცავს სივრცის გაზომვას, 3D ვიზუალიზაციას, კარკასული ავეჯის წარმოებასა და მონტაჟს. ინდივიდუალური პროექტი საშუალებას იძლევა, სამზარეულო, კარადა ან სხვა სათავსო კონკრეტული სივრცის ზომებსა და დანიშნულებას მოერგოს. სამუშაოების მაგალითების სანახავად გაეცანით BauRaum-ის პროექტებს.

რა მოვამზადოთ პირველი კონსულტაციისთვის

შეაგროვეთ სივრცის გეგმა ან საწყისი ზომები, არსებული მდგომარეობის ფოტოები, სასურველი სტილის მაგალითები და ძირითადი მოთხოვნები. სასარგებლოა ბიუჯეტის სასურველი დიაპაზონისა და ვადების მითითებაც. ამ ინფორმაციით უფრო მარტივია შესაფერისი კონსტრუქციისა და მასალების განხილვა.

ინტერიერის იდეის ავეჯად ქცევისთვის ეწვიეთ BauRaum-ს და დაგეგმეთ თქვენი პროექტის განხილვა.

510 10 12 17