ბრენდბუქი: ფუფუნება თუ ბიზნესის აუცილებლობა?
ბევრი ფიქრობს, რომ ლოგოს შექმნა საკმარისია და ბრენდბუქი ზედმეტია. ეს დიდი შეცდომაა. ლოგო მხოლოდ სახეა. ბრენდინგი კი არის ის, რასაც ხალხი თქვენზე ფიქრობს.
რა არის ბრენდბუქი?
ბრენდბუქი თქვენი კომპანიის კონსტიტუციაა. აქ გაწერილია ყველაფერი: ფერები, ფონტები და ლოგოს გამოყენების წესები. ხშირად გაიგონებთ: “ბრენდბუქი ახლა არ გვჭირდება, ეგ ფუფუნებაა”. სინამდვილეში კი, ის აუცილებლობაა.
რატომ არის ბრენდინგი აუცილებელი?
გამოგარჩევთ კონკურენტებისგან: სტაბილური ბრენდი ადვილად დასამახსოვრებელია. მომხმარებელი თქვენს საფირმო სტილს რომ დაინახავს, ლოგოს გარეშეც უნდა გიცნოთ…

ქრება ვიზუალური ქაოსი: წარმოიდგინეთ, რომ Facebook პოსტები ერთ ფერშია, ხოლო ვებსაიტი – მეორეში. ეს მომხმარებელს ძალიან აბნევს. ბრენდბუქი კი ქმნის ერთიან და უწყვეტ სტილს.
ზოგავს დროსა და ფულს: თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რომელი ფონტი, ფერი და ვიზუალური მხარე გამოიყენონ. საქმე კეთდება სწრაფად და ზედმეტი კითხვების გარეშე.
რა შედის სტანდარტულ ბრენდბუქში?
- ლოგოს წესები: როგორ შეიძლება ლოგოს გამოყენება და როგორ არა.
- ფერების პალიტრა: ზუსტი კოდები ციფრული და საბეჭდი ფორმატებისთვის. ფერები ქმნიან ემოციას.
- ტიპოგრაფია: რომელი ფონტი გამოიყენება სათაურებისთვის და რომელი – ძირითადი ტექსტისთვის.
- ვიზუალური სტილი: როგორი ფოტოები ან გრაფიკული ელემენტები უნდა ახლდეს თქვენს პოსტებსა და ვებსაიტს.
ვის სჭირდება ბრენდბუქი?
ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც ზრდა და განვითარება სურს. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე ბიზნესი გაქვთ თუ დიდი კორპორაცია. თუ გაქვთ სოციალური ქსელები, ვებსაიტი ან თუნდაც მხოლოდ სავიზიტო ბარათები, თქვენ უკვე გჭირდებათ მკაფიო წესები. ეს დოკუმენტი გეხმარებათ, რომ ყოველთვის ინარჩუნებდეთ თქვენს უნიკალურ სახეს.

როგორ იქმნება ის?
ამ პროცესს დიზაინერი ან სააგენტო წარმართავს. ჯერ ხდება თქვენი ბიზნესის შესწავლა. რა არის თქვენი მიზანი? ვინ არის თქვენი მომხმარებელი? ამ ინფორმაციის საფუძველზე იქმნება ვიზუალი და ირჩევა ფერები. შემდეგ ეს ყველაფერი ერთიანდება ერთ დოკუმენტში. საბოლოოდ, თქვენ იღებთ სრულ სახელმძღვანელოს. მისი გამოყენება შეუძლია ყველას, ვინც თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობს.
აყალიბებს ნდობას: ადამიანები ენდობიან იმას, რაც სტაბილურია. როცა კომპანია ყოველთვის და ყველგან პროფესიონალურად და ერთნაირად გამოიყურება, მისი სანდოობა ავტომატურად იზრდება.
კომპანია ბრენდბუქის გარეშე ჰგავს სახლს საძირკვლის გარეშე. ის დროთა განმავლობაში აუცილებლად დეფორმირდება. ნუ ჩათვლით ბრენდის წესებს ფუფუნებად. ჩადეთ ინვესტიცია ბრენდინგში, რომ ბიზნესი იყოს სტაბილური.






